EY Entrepreneur Of The Year - Call for applications

პატივცემულო წევრებო,,

გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო ბიზნეს კონკურსში "წლის მეწარმე 2014" (EY Entrepreneur Of the Year 2014 Georgia). კონკურსს EY საქართველო (Ernst & Young member firm), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, წელს პირველად ჩაატარებს საქართველოში.

EY Entrepreneur Of the Year არსებობს 1986 წლიდან და ტარდება მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 145 ქალაქში. მისი მიზანია ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე წამყვანი მეწარმეების წვლილის აღიარება, სამეწარმეო აქტივობის ხელშეწყობა და თანამედროვე ბიზნესში მისაბაძი მაგალითების მოძიება. შთამბეჭდავია იმ კომპანიების სია, რომელთა შემქმნელებიც სხვადასხვა წლებში გახდნენ კონკურსის გამარჯვებულები: Google, LinkedIn Corp., Starbucks Corp., Dell Inc., Amazon.com, Angry Birds, Sun Microsystems, Cirque du Soleil და ა.შ.

კონკურსის გამარჯვებულს დამოუკიდებელი და კომპეტენტური ჟიური დაასახელებს გალა ცერემონიაზე, რომელიც 2014 წლის ნოემბერში, თბილისში გაიმართება. 2015 წლის ივნისში კი „წლის მეწარმის“ ტიტულის მფლობელი საქართველოს წარადგენს მონტე-კარლოში გამართულ „მსოფლიოს წლის მეწარმის“ (World Entrepreneur Of the Year) კონკურსზე.

განაცხადის ფორმა და დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ განთავსებულია ვებგვერდზე www.ey.com/eoy/ge

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2014 წლის 15 ივლისი. გისურვებთ წარმატებებს!